|
2017-05-07 10:59:52, 2666 ნახვა
პოლიტიკა
უვიზო რეჟიმის ამოქმედების გამო, საქართველოში „ევროპის დღე“ აღინიშნება
დღეს, 7 მაისს, 12:00 სთ-დან, თბილისში, რიყის პარკში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გრანდიოზულად აღნიშნავს ,,ევროპის დღეს“. მოვლენის განსაკუთრებულად აღნიშვნა ეფუძნება საქართველოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას. 15:00 სთ - ზე ღონისძიება ფორმალურად გახსნეს ევროკავშრის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. საერთაშორისო ფორმატის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიება საზოგადოებრივი ხასიათისაა და ითვალისწინებს ე.წ. “ევროსოფლის” მოწყობას. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებები. 12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წარმოდგენილი იქნება დღის გასართობი პროგრამა საქართველოში ევროკავშირის წევრების პარტნიორი საბავშვო ანსამბლის წარმოდგენები და ევროპიდან მოწვეული პროფესიონალი არტისტები. 19:00 საათზე - გალა კონცერტი, აღნიშნული ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ევროპული ბენდი - ჯაზანოვა და პოლ რენდოლფი და ქართული ჯგუფი მგზავრები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)