00:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 21:33:51, 2686 ნახვა

მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი მარინ ლე პენზე: უვიცობა, საშუალებას არ მისცემს საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, პრეზიდენტობის კანდიდატების ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის სატელევიზიო დებატები შეაფასა.

როგორც ოლანდმა აღნიშნა, "ნაციონალისტური ფრონტის" ლიდერის მარინ ლე პენის პროექტი შეუსაბამო და სახიფათოა.

"ევროკავშირის დატოვება - მარინ ლე პენმა ვერ მოახერხა იმის თმა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ პროცესს. ამასთან, ეს შედეგები საზარელია. "ნაციონალური ფრონტის" კანდიდატის უვიცობა ევროპის მონეტარულ საკითხებზე მას საშუალებას არ მისცემს, საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს. ევროს გაუქმება ფრანგების გაღატაკებას, მეანაბრეების გაკოტრებასა და ქვეყნის გადაუხდელი ვალის წინაშე დაყენებას ნიშნავს. ვფიქრობ, ამ კუთხით ნიღაბი ჩამოხსნილია. ფრანგებისთვის სურათი ცხადია და მათ იციან, რას უნდა ელოდნენ", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ერთმანეთს ევროპული კურსის მხარდამჭერი ემანუელ მაკრონი და ევროკავშირიდან გასვლის მომხრე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.

ამავე თემაზე: 

მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონს: ნუ მელაპარაკები, როგორც მასწავლებელი - მოსწავლეს

ემანუელ მაკრონი: პუტინის დიქტატს არასდროს დავემორჩილები

მარინ ლე პენი: მსურს, ევროკავშირს ევროპა ხელიდან გამოვგლიჯო

BFMTV-ის გამოკითხვა: წინასაარჩევნო დებატებში ემანუელ მაკრონი ლიდერობს

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics