|
2017-05-04 18:30:10, 1649 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ უბანში გუშინ ჰაერის დაბინძურებამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა
თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის და ოზონის შემცველობამ გუშინ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის გამზირზე (N105) გადააჭარბა (0.059მგ/მ3). ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში კი, აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ჰაერში ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) ასევე წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.082). ამ კუთხით, ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი კვლავ ნორმის ფარგლებშია. ოზონის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში გადააჭარბა (0.05მგ/მ3). ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) ჰაერში ოზონის შემცველობა 0.026 მგ/მ3, წერეთლის გამზირზე კი, 0.019 მგ/მ3 იყო. რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) მხოლოდ წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.054). ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)