2017-05-03 15:26:18, 2419 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში რუსული ბაიკერ-კლუბის, „ღამის მგლების“ წევრი დააკავეს
პოლონეთის სამართალდამცველებმა რუსული ბაიკერ-კლუბის "ღამის მგლების" წევრი ნიკოლაი ლოგინოვი დააკავეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ბაიკერებმა მსვლელობა 27 აპრილს დაიწყეს. მათ გამოიარეს: მოსკოვი, სმოლენსკი, კატინი, მინსკი, ვარშავა და სხვა ქალაქები.
პოლონეთში ბაიკერების კოლონა კვირას, 30 აპრილს ჩავიდა.
მედიის ცნობით, ბაიკერს ყველა საჭირო დოკუმენტი ხელზე ჰქონდა, მათ შორის მოქმედი შენგენის პასპორტი.
"ვფიქრობ, რომ მალე გამოუშვებენ. რუსეთის საკონსულო უკვე მუშოაბს", - აცხადებს კლუბის წარმომადგენელი პოლონეთში.
სამართალდამცველები დაკავების ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული ბაიკერის დაკავება, გაუქმებული ვიზის გამო მოხდა, რომელიც მათივე ინფორმაციით, შარშანდელი აქციის დროს გაუქმდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან