|
2017-05-03 12:16:58, 1478 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების დირექტორს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორ მაიკლ მაკმენსა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან პარტნიორობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უცვლელი პრიორიტეტია. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა INL-ის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების შეფასების შედეგები, რომლის საფუძველზეც მოხდება შემდგომი რეკომენდაციებისა და პროგრამების მომზადება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა სპეციალური დანიშნულების ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ამჟამად არსებულ ურთიერთობებზე, ნებადართულ სპეციალურ საშუალებებსა და მართვის სტრუქტურაზე. კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია, მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა. ამ მხრივ, აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა და ახალი პროექტის დაწყება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებზე მომზადებული სპეციალური დანიშნულების რაზმისა და საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს. დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც გვეხმარებიან სასწავლო პროგრამების გაწერასა და იმპლიმენტაციაში. ჩვენი აზრით, რეფორმების ეფექტიანობის ინდიკატორი თანამშრომელთა კვალიფიკაციაა და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სათანადო პროგრამების დანერგვაზე, რაშიც ჩვენი ამერიკელი კოლეგები გვიჭერენ მხარს,“- აღნიშნა კახა კახიშვილმა. ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს პროგრამების ხელმძღვანელის მაიკლ მაკმენის თქმით, ბიურო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობას დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში აქტიურად განაგრძობს. „სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოყალიბდა ვისკონსინის შტატის სასჯელაღრულების დეპარტამენტთან. ამჯერად სამინისტროს ვეხმარებით სპეციალური დანიშნულების ძალების მოდერნიზებასა და შესაძლებლობების ზრდაში,“ - განაცხადა მაიკლ მაკმენმა. ვისკონსინის დელეგაციას ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი ჯიმ ზენონი, დოდჯის სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორი დილონ რადტკე, ზრდასრულთა დაწესებულებების სამმართველოს უსაფრთხოების უფროსი მარკ უაისბერგერი და ოშკოშის სასჯელაღსრულების დაწესებულების დანაყოფის უფროსი ერიკ ბარბერი წარმოადგენენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველომ უკვე მეოთხედ უმასპინძლა ვისკონსინის შტატის დელეგაციას, ხოლო სასწავლო და სამუშაო ვიზიტებმა აშშ-ში უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ამერიკული გამოცდილების გაზიარებას შეუწყო ხელი. (NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)