2017-05-02 13:16:34, 2403 ნახვა
მსოფლიო
გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის 2/3-ს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინის მონაწილეობა სურს
"ლევადა ცენტრის" ბოლო გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის ორ-მესამედს სურს, რომ ვლადიმერ პუტინმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ იყაროს კენჭი, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხულთა 64% ვლადიმერ პუტინს უჭერს მხარს, 22%-ს ამ პოსტზე სხვა ადამიანის ნახვა სურს, 14%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
კითხვაზე, ხვალ, რომ არჩევნები იყოს ხმას ვის მისცემდით, რესპოდენტების 48%-მა ვლადიმერ პუტინი დაასახელა, დანარჩენმა რესპოდენტებმა კი ჯერ არ იციან.
გამოკითხვა 31 მარტიდან 3 აპრილამდე დროის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა 18-დან 37 წლამდე ასაკის 1600-მა ადამიანმა მიიღო.
„ლევადა ცენტრმა’“ გამოკითხვა პრემიერ მედვედევთან დაკავშირებითაც ჩაატარა. ირკვევა, რომ მოსახლეობის 45 პროცენტი უკმაყოფილოა პრემიერის მუშაობით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან