19:16 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:51:09, 1526 ნახვა

საზოგადოება
თეზი გაბუნიას „დაასრულე ფერწერა" არტარეა გალერეაში

თიბისი ბანკის და ტელეკომპანია არტარეას მხარდაჭერით, არტარეას საგამოფენო სივრცეში ახალგაზრდა არტისტების,  „თეზი გაბუნია გუნდის"  ინტერაქციული პროექტის „დაასრულე ფერწერა" პრეზენტაცია გაიმართა.

გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ნამუშევრებში ასახული სიტუაცია გაეცოცხლებინა, თავად განევრცო ის და გამხდარიყო შემოქმედებითი პროცესის ნაწილი.

„დაასრულე ფერწერა" მხატვრობის წარმოების თემას აგრძელებს. პროექტის იდეაა- ხელოვნების ნამუშევარი გახდეს ყველასათვის ხელმისაწვდომი.

პროექტზე თეზი გაბუნიასთან ერთად ახალგაზრდა არტისტები:  დათო ცანავა, ოთო შენგელია, დათო კოროშინაძე და გვანცა გაბუნია მუშაობდნენ.

„დაასრულე ფერწერა" არტარეას საგამოფენო სივრცის შემდეგ, 5 მაისს უკვე საერთაშორისო ფოტოკონკურსის  „ქოლგის" ფარგლებში გამოიფინება.

 თიბისი ბანკისა და თეზი გაბუნიას თანამშრომლობა ერთი წლის წინ დაიწყო, როცა ახალგაზრდა არტისტის ინტერაქციული არტ-პროექტი, „შეყავი თავი გალერეაში" თიბისი გალერეაში გამოიფინა. მოგვიანებით პროექტი ქვეყნის ფარგლებს გასცდა და  ვენის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაზე (Art Fair)  28 ქვეყნის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს შორის, ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი.

 პროექტის „შეყავი თავი გალერეაში" შესახებ მასალა სხვადასხვა პრესტიჟულ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემაში მოხვდა, მათ შორის:  ამერიკულ Insider" -ში,  "Designboom"-ში, გერმანულ  "Berlin ArtParasites"-სა და  ფარნგულ "Beaux Arts magazine" -ში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics