09:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 12:31:50, 643 ნახვა

სამართალი
ბორჯომის გამგებელი: ხაშურშიც საუბრობენ შალვა აბულაძე დაუჭერიათო, თუმცა მე ინფორმაცია არ მაქვს

ბორჯომის  გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, შალვა აბულაძის, დაკავების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ აქვს.

როგორც ყიფიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ჭორის დონეზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შალვა აბულაძე ბორჯომში დააკავეს, თუმცა, პირადად მისთვის, ამის შესახებ არავის უცნობებია.

"საუბრობენ, რომ შალვა აბულაძე დააკავესო, თუმცა მე ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს.ჭორების დონეზე ამბობენ. ხაშურშიც ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაუჭერიათო, მაგრამ მე ვერ ვადასტურებ. არანაირი წვდომა ძალოვან სტრუქტურებთან არ მაქვს",- განუცხადა დიმიტრი ყიფიანმა "ექსპრესნიუსს".

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფრომაცია, რომ შალვა აბულაძე ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. "ექსპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას ამ დრომდე ცდილობს, თუმცა მთავარ პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics