|
2017-05-01 12:58:04, 1914 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა
ამერიკის ჯანდაცვის ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოში ბიოსამედიცინო მკვლევარებისთვის გრანტის მოპოვებისა და სამეცნიერო წერილების შედგენაზე პირველი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა აშშ-ს ელჩთან საქართველოში, იან კელისთან ერთად გახსნა. ამერიკიდან ჩამოსული 13 წამყვანი სპეციალისტი საგრანტო აპლიკაციის შედგენისა და სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესახებ პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებს. ვორქშოპის ფარგლებში, მონაწილეები ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების საგრანტო დაფინანსების შესაძლებლობებსა და საგრანტო აპლიკაციების შევსების წესებს გაეცნობიან. პირველი რეგიონული კონფერენცია საქართველოში დღეს გაიხსნა და 5 მაისამდე გაგრძელდება. ვორქშოპი ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა და ქვეყანაში ბიოსამედიცინო პოტენციალის ზრდას ისახავს მიზნად.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)