22:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 14:44:12, 2527 ნახვა

მსოფლიო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ პედრო აგრამუნტის იმპიჩმენტზე მუშაობა დაიწყო

ევროპის საბჭომ საპარლამენტო ასამბლეის მოქმედ პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს უნდობლობა გამოუცხადა და მისი იმპიჩმენტის პროცედურებს შეუდგა, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პედრო არგამუნტი უფლებამოსილი აღარ იქნება მიიღოს მონაწილეობა საჯარო შეხვედრებში, გააკეთოს ოფიციალური განცხადებები და ოფიციალური ვიზიტები განახორციელოს.

"პრეზიდენტმა გადაწყვიტა დღეს ბიუროს სხდომას არ დასწრებოდა. ამასთან, მან არანაირი შესაბამისი წერილიც კი არ წარმოადგინა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვეტილება მიიღო, პედრო აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. არსებული წესების თანახმად, პრეზიდენტის გადაყენება შეუძლებელია, ამიტომ ბიურომ საჭიროდ მიიჩნია, რომ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება აგრამუნტისთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტანდარტები და პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასამბლეის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის, რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო, საპარლამენტო ასამბლეის წევრები დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე დეპუტატმა აგრამუნტის გადადგომაც მოითხოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics