02:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 17:09:04, 2305 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესასოციაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრაზე  კონსტიტუციასთან და იმ   კანონებთან დაკავშირებით ისაუბრებენ, რომელიც  ბიზნესს აწუხებს. ჭირაქაძე ამბობს, რომ ასეთი კანონი ბევრია.

"ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელზეც არ მინდა წინასწარ ვთქვა. მთავარი ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობაზე შევთანხმდეთ, დავანახოთ, რომ ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.  მათ შორის არის კანონი, რომელიც ეხება მიწის გასხვისების თემას. ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს აქ, რომ მიწასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს ხელისუფლება. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მიწის გასხვისება შენარჩუნდეს უცხოელებთან დაკავშირებით. რაღაც რეგულაციები შეიძლება იყოს, მაგრამ რა რეგულაციები იქნება, ამასთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რომ პოზიციები დავაფიქსიროთ.  ხელისუფლებამ გადაწყვიტა კონსტიტუციაში არ ჩადონ ეს ფაქტი, რაც ძალიან სწორია“, - განაცხადა ჭირაქაძემ.

სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარე შეხვედრა ბიზნესასოციაციის მიერაა ორგანიზებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics