|
2017-04-27 12:04:41, 1596 ნახვა
საზოგადოება
ჩეხმა ექსპერტმა ბიოყურძნის წარმოებაზე ქართველი ფერმერებისთვის სემინარი ჩაატარა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში, პროექტის ჩეხმა ექსპერტმა, პროფესორმა ირჟი კაპლანმა ფერმერებისა და დაინეტრესებულ პირებისთვის სემინარი - ,,ბიოყურძნის წარმოების საერთაშორისო მეთოდები’’ - ჩაატარა. ჩეხმა ექსპერტმა ყურადღება დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებზე, ბიომევენახეობაში დასაშვებ ბიოპრეპარატებზე, მათ გამოყენებაზე, ბიოლაბორატორიის როლსა და ბიოპროდუქტის მოყვანაში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. სემინარზე საუბარი შეეხო ბიოვენახის გაშენების, საჭირო პირობებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვის საკითხებზე. როგორც ჩეხმა ექსპერტმა აღნიშნა, ბიოვენახის გაშენება ახალ ნაკვეთზე უნდა მოხდეს; თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვენახის ეტაპობრივად ბიომევენახეობის მოთხოვნებზე გადაყვანა, ყოველთვის დადებით შედეგს არ იძლევა. სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ სემინარს 30-ზე მეტი სტუნდენტი და ფერმერი დაესწრო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ირჟი კაპლანი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ბიომევენახეობაში არსებულ სტანდარტებსა და ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)