|
2017-04-26 12:00:30, 1489 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა
თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოები პირველ ეტაპზე 30 ადგილზე მოეწყობა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო საზოგადოებრივი საპირფარეშოების (საზოგადოებრივი რეტერატების) მოწყობისთვის აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. „ მიწის ნაკვეთები 20 წლიანი სარგებლობის უფლებით გაიცემა. აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, როგორც ტექნოლოგიური მოწყობილობით, ასევე ფართით. საინფორმაციო წარწერებზე კი გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი. საზოგადოებრივი საპირფარეშო უნდა იყოს მსუბუქი ნაგებობა - საძირკვლის გარეშე, ლითონის კარკასზე აწყობილი, თანამედროვე, გარე და შიდა მოხმარებისთვის ანტივანდალური მასალებით მოპირკეთებული. თითოეული მათგანის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 8 მ2-ს. კონსტრუქცია, ასევე, აღჭურვილი უნდა იყოს ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით, რომელიც სპეციალური, ანტიბაქტერიული მასალით იქნება დამზადებული. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულებას აიღებს საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასადასანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე. მოიჯარე, ასევე, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმით. საზოგადოებრივი საპირფარეშო იფუნქციონირებს ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და სპეციალურ ბარათებზე (მაგ. „მეტრომანი“). საზოგადოებრივი რეტერატის გარე ფასადი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩაშენებული ბანკომატის,გადახდის აპარატის ან სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად“,-ნათქვამია განცხადებაში. (NS)
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)