|
2017-04-26 10:58:39, 2158 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დაიწყო
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროსა (FBI) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მათივე ცნობით, ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები წარუძღვებიან. შსს-ს თანამშრომლები ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხის შემცველი ნივთიერებების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების, პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობების გამოყენებისა და დეკონტამინაციის საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)