|
2017-04-25 15:12:51, 1446 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო მოქალაქეებს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მედიაცია საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად, სასამართლო დავის გარეშე მოგვარების შესაძლებლობას იძლევა. მათივე ცნობით, დავის შემთხვევაში, მოქალაქეს თავისუფალი არჩევანი აქვს ისარგებლოს მედიაციის, მათ შორის სანოტარო მედიაციის მომსახურებით, თუ მიმართოს სასამართლოს და სადავო საკუთრების უფლება იქ დაიცვას. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, განხორციელებული მედიაცია სრულიად უფასოა. მოქალაქის თანხმობით, სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი მოქალაქეებს ნოტარიუსთან უფასო მედიაციას თავად უნიშნავს. დღეის მდგომარეობით, მედიაციით 180 –ზე მეტი კომპლექსური საქმე მორიგებით დასრულდა და მოქალაქეებმა მეზობელთან ხანგრძლივი დავის შემდეგ მიწების მარტივად დარეგისტრირება შეძლეს. საჯარო რეესტრს ამჟამად მოქალაქეებისთვის 100-ზე მეტი მედიაცია სხვადასხვა ნოტარიუსთანა აქვს დანიშნული. მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წლის პირველი აგვისტოდან მიმდინარეობს. უპრეცენდენტო რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. რეფორმის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა, მოიხსნა ბარიერები რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. (NS)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)