13:29 - 07 Jul, 2026
|
2017-04-23 12:21:40, 1788 ნახვა
საზოგადოება
შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა
თბილისში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი სააკაძის მოედანზე სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები მუშაობენ. მშენებლობას შარტავას ქუჩაზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამშენებლო კომპანია „x2 დეველოპმენტი“ ახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)