14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 20:58:17, 2111 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი მიიღო.

 როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებს შორის საუბარი საქართველო - უკრაინის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურებას, ეკონომიკური, სავაჭრო, ჰუმანიტარულ, სამართლებრივ სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო.

მათივე ინფორმაციით,  გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია.

 შეხვედრაზე  ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხები განიხილეს და ასევე დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საჭიროა, ორივე ქვეყნის კოორდინირებული მუშაობა და მჭიდრო თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებზე.

 საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინა ევროპარლამენტის მხარდაჭერას მიიღებს და ქართველების მსგავსად, უკრაინელებსაც ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით.

შეხვედრას  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics