12:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 15:53:55, 1532 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოლივიე ბურკს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, ოლივიე ბურკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს რეგიონული ოფისის დირექტორს და განხორციელებული ერთობლივი პროექტები წარმატებულად შეაფასა.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარება-გაძლიერება დარგის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება მეცხოველეობასა და ხორბლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის უპირატესობებზე გაამახვილა.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics