|
2017-04-20 15:49:35, 1473 ნახვა
საზოგადოება
ხელმისაწვდომი სპორტული ინფრასტრუქტურა - დავით სონღულაშვილმა პროგრამის განხორციელება დაიწყო
დღეს, ააიპ „ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“ დავით სონღულაშვილის ინიციატივით, ჩუმლაყის საჯარო სკოლასა და ახლადშექმნილ რაგბის და ფეხბურთის გუნდებს სპორტული ინვენტარი გადასცა. „ჩუმლაყის განვითარების ფონდი“, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა და რომლის მიზანიც სოფელში სპორტის განვითარების ხელშეწყობაა, აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო. ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩუმლაყში არსებულ ფეხბურთის სტადიონს, შეიღება ძელები და დაიხაზა მოედანი, ინფრასტრუქტურა მოეწყო როგორც ფეხბურთისთვის, ასევე რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშოდ. „ჩუმლაყის განვითარების ფონდმა“ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფრენბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები, ტენისის მაგიდა და ჩოგნები, ჰოლაჰოპები, ჭადრაკი, ბადმინტონი და ფრიზბები საჩუქრად გადასცა, ხოლო რაგბისა და ფეხბურთის გუნდები სრულად აღჭურვა სათამაშო ფორმებითა და სპორტული ინვენტარით. „მნიშვნელოვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა. მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურა განვითარებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო წარმატებული მომავლისთვის და მე, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ახალგაზრდული გარემოს მკვეთრი გაუმჯობესებისთვის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. ამ ეტაპისთვის კი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები იმ შენობისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება სრულიად უფასოდ შეისწავლოს ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო, ჭიდაობა და სხვა სპორტული სახეობა.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)