|
2017-04-20 15:07:45, 1710 ნახვა
საზოგადოება
შავ ზღვაში ნაპოვნი სამი მეზღვაურიდან ქართველი არც ერთი არ არის
შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგული მეზღვაურების სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველებმა გუშინ გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან 1-ის გადარჩენა შეძლეს, 3 კი, გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს, ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიკაცია ამ დროისთვის დასრულებულია და მათ შორის ქართველი მეზღვაური არ არის. შეგახსენებთ, გუშინ, გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან რუსეთის ცხრა, უკრაინის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ბოცმანია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)