22:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-20 12:35:31, 2243 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკის და სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას ერთობლივი შეთავაზება სტარტაპებს

"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს" უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის „სტარტაპ-ენერჯი" ბარათს ქმნის.
 
სტარტაპერებს, რომლებიც თიბისი ბანკის სტარტაპ სესხით ან სტარტაპ ბიზნესბარათით ისარგებლებენ,   უსასყიდლოდ გადაეცემათ „სტარტაპ-ენერჯი" ბარათი, რაც „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას" ნებისმიერი ტიპის საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს.
 
 „სტარტაპ-ენერჯი" ბარათის გამოყენება საქართველოს მასშტაბით მდებარე „სოკარის" ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი. ბარათით სარგებლობა ერთდროულად კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელს შეეძლება, ერთი წლის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობის საწვავზე.
 
 თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" პრეზენტაცია, რომლის მიზანი სტარტაპების  მხარდაჭერა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა, მარტში გაიმართა. პროგრამის  ფარგლებში, სტარტაპები  ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს იღებენ, რაც მათ ბიზნესის მართვაში ეხმარებათ.
 
„სტარტაპერის" დაწყებიდან დღემდე, პროგრამის სხვადასხვა სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა სტარტაპმა  ისარგებლა. 
 
პროგრამის, ასევე „სტარტაპ-ენერჯი" ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.startuperi.ge.

(R)
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics