|
2017-04-20 11:44:12, 1546 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსის“ მოწვევით Bosch-ის და Motul-ის წარმომადგენლებმა ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექცია-სემინარი გამართეს
კომპანია „თეგეტა მოტორსის“ სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს. სემინარს უძღვებოდნენ კომპანია „BOSCH“ -ის წარმომადგენლები დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი და კომპანია „MOTUL“-ის წარმომადგენლები სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი. სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების სიახლეები, გამოწვევები და პერსპექტივები; ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით. ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან ბ-ნ ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებასა და ინტერესს. აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული მემორანდუმის შედეგად, 2015 წელს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია. (R)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)