|
2017-04-18 19:45:53, 1681 ნახვა
საზოგადოება
ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ბარალეთის საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება პროექტის – “საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა” – ფარგლებში მოეწყო. მე-10 შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის გარდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე ისაუბრეს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)