|
2017-04-18 18:48:34, 1608 ნახვა
საზოგადოება
საუდის არაბეთი და საქართველო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ავითარებენ
საუდის არაბეთის სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს უფლებამოსილება მიანიჭა, ქართულ მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი და მისი ხელმოწერის საკითხი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ნაყოფიერი ურთიერთობების შესახებ ვრცლად საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოს წამყვან გაზეთ " ალ ჯაზირა"-ში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში. ელჩის თქმით, სამეფო კარის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ორ ქვეყენას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობას და საგრძნობლად გაზრდის საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას და ტურიზმის დარგში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. ელჩი დადებითად აფასებს არსებულ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით. მისი ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში საუდის არაბეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 300 პროცენტით გაიზარდა და ამ კუთხით სამეფო კარის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფართო პერსპექტივებს გახსნის. ელჩის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შედეგად საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს ორმხრივი ვაჭრობა 360%-ით გაიზარდა, თუმცა პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია და ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საუდის არაბეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე. საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს თანმშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)