10:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 13:46:59, 1842 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხვალ სავარაუდოდ, საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

„ევროპული საქართველო არ მიიღებს მონაწილეობას ისეთი რამის ლეგიტიმაციაში, რაც ცალსახად გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების წარმოდგენილი პროექტი რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ხელს არ უწყობს.

„ამ ეტაპზე, როგორც არის წარმოდგენილი პროექტი ჩვენ ვთვლით, რომ ეს ნამდვილად არ უწყობს ხელს რაიმე სახის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას. ევროპული საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ისეთი ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც მოიაზრება როგორც დემოკრატიის კუთხით უკანგადადგმული ნაბიჯი. მე უშუალოდ ვგულისხმობ წარმოდგენილ ვარიანტში ასახულ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას და მათ შორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას, სადაც მანდატები ნაწილდება იმგვარი წესით, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდება ყველა გაუნაწილებელი მანდატი. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვექნება კონსულტაციები კომისიის წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და  სავარაუდოდ, ხვალ დავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას. თუ მმართველი ძალა კონსტიტუციაში აკეთებს ჩანაწერს, რომლითაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნება ყველა გაუნაწილებელი მანდატი, ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს რეფორმა სწორედ წამოწყებულია იმისთვის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ ყველა მეთოდით ეცადოს გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა, რაც ჩვენთვის არის კატეგორიულად დაუშვებელი“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics