11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-17 20:07:18, 1544 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

ლევან იზორიამ გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ძმებს, რომლებიც სამშობლოს დაცვის, სამშობლოს ღირსების, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ყოველთვის გავიხსენებთ. დიდება მათ სახელებს. მათ ოჯახებს მთელი საქართველოს სახელით ვულოცავ დღევანდელ დღეს.“, -განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეში“ გადაინაცვლეს, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები.

ლევან იზორია დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც იმყოფებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics