|
2017-04-09 14:10:47, 1706 ნახვა
საზოგადოება
„სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ქვაბისხევში შეხვედრა გაიმართა
„სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზებით ქვაბისხევში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქვაბისხევში ხიდის რეაბილიტაციის საკითხი განიხილეს, რომელიც ადგილობრივებს ყველაზე მეტად აწუხებთ. სოფლის საერთო კრებას ქვაბისხევში მცხოვრებლებთან ერთად ბორჯომის გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე და გამგებლის წარმომადგენელი ლაშა კევლიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორებმა სოფელში კვლევა ჩაატარეს და ხიდის პრობლემაც ადგილობრივების გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა. სოფელში აირჩა საინიციატივო ჯგუფის 3 წევრი, რომლებიც დასახლებაში ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნით ხელმოწერებს შეაგროვებენ და მუნიციპალიტეტში შეიტანენ. შეხვედრის დასასრულს ადგილობრივებმა კონკრეტული დაპირება მიიღეს, ადგილობრივი ხელისუფლება ხიდის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დაპირდა. შეხვედრა პროექტის "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ორგანიზებით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)