01:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 17:37:03, 2236 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი რეგიონი
ჯანელიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყოს რეაგირება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ ე.წ რეფერენდუმს, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, არალეგიტიმურს უწოდებს.

როგორც საგარეო მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეფერენდუმი ყველა საერთაშორისო პრინციპს არღვევს.

"პირველ რიგში ცხინვალში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი არის არალეგიტიმური. შესაბამისად მას არანაირი სამართლებრივი გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს. ის არ შეესაბამება არანაირ საერთაშორისო ნორმებს და არღვევს ყველა პრინციპს. ის არ იქნება მისაღები საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან", - დასძნა ჯანელიძემ.

ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან  ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია, სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს. პლებისციტზე ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს ჰკითხავენ- უნდათ თუ არა მათ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლა.
ოკუპირებული რეგიონის ლიდერობისთვის ბრძოლას ამ ეტაპზე 3 კანდიდატი გეგმავს - მოქმედი და ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტები, ლეონიდ თიბილოვი და ედუარდ კოკოითი, დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics