|
2017-04-05 17:06:28, 1697 ნახვა
საზოგადოება
თბილისში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება
დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება. თბილისის მერმა და კომპანია „პი-ვი-ეს“-მა პარკინგების აშენების გეგმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ხოლო ერთი მერიასთან მიწისზედა. მისივე განმარტებით, ლოკაციები ისეთ ადგილებზე შეირჩა, სადაც რეკრეაციული ზონა არ არის და თბილისის იერსახე არ დაზიანდება. "გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომლის საფუძველზეც ქალაქში გამოცხადდება უახლოეს მომავალში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა. შესაბამისად, ჩვენ მოვიწვევთ დაინტერესებულ კერძო კომპანიებს, რომელთაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა ააშენონ ქალაქში, 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას, მრავალსართულიანი პარკინგები და შესაბამისად ხელი შეუწყონ იმას, რომ ქალაქი საცობებისგან განიტვირთოს", - დასძინა დავით ნარმანიამ. პარკირების მშენებლობის ადგილები უკვე ცნობილია, ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგური მარჯანიშვილი, ფილარმონია, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, მეტროსადგური ისანი, დინამო სტადიონი, ქალაქ თბილისის მერია, გულუას მოედანი, მეტროსადგური ვარკეთილი და გეგეშიძის ბაღთან მდებარე ტერიტორია. მერის თქმით, ინტერესთა გამოხატვისთვის, დოკუმენტი 2-3 კვირაში მომზადდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)