|
2017-04-03 17:58:17, 1713 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ერთ კვირიანი კურსი დაიწყო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) „ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის, სტანდარტებისა და ეროვნული რეგულაციის კურსი” გაიხსნა. ერთკვირიანი კურსი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როდიონ ქორჩილავამ და ესტონეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა კულდარ კესკულამ გახსნეს. ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ინფორმაციული ტექნოლოგიების ის ექსპერტები ესწრებიან, რომლებიც ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბეროპერაციების საკითხებში უშუალოდ არიან ჩართული. კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლებს, სტრუქტურასა და რეგულაციებს შეისწავლიან, ინფორმაციული უსაფრთხოების სტრუქტურის მარეგულირებელ დოკუმენტებსა და საუკეთესო გამოცდილებასაც გაეცნობიან. ერთკვირიანი თეორიული კურსის შემდეგ პრაქტიკული კურსი იგეგმება, რისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ. სასწავლო პროგრამას საქართველოში ესტონეთის კიბერშესაძლებლობების განვითარების კომპანია “BHC Laboratory” ესტონეთის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)