00:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 12:25:04, 2350 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს დაესხნენ - მიმდინარეობს გამოძიება

დღეს თბილისის ცენტრში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ქრონიკა პლიუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს. აღნიშნული ფაქტი "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

კილაძის ინფორმაციით, გელა ხვედელიძეს ორი ნიღბიანი პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს, როდესაც ის მაღაზიაში პროდუქტების საყიდლად მიდიოდა.

მისივე ცნობით, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეტა სამინისტროში განუცხდეს, მომხდართან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics