|
2017-03-29 18:30:49, 1585 ნახვა
საზოგადოება
„საქართველო თამბაქოს გარეშე“ - ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ღონისძიება გაიმართა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ღონისძიება "საქართველო თამბაქოს გარეშე". ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ესწრებოდა. საქართველოში ეს დღეს ყოველწლიურად 29 მარტს აღინიშნება და თამბაქოს მოხმარების რეალური საფრთხის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თამბაქოს მავნებლობის შეასახებ, რის შემდეგაც შეხვედრა დებატების ფორმატში გაგრძელდა. სკოლის სამხატვრო წრის წევრებმა დახატეს პოსტერები სლოგანებით და ისაუბრეს საკუთარი ნამუშევრების სიმბოლოებზე და ხედვაზე. „ვფიქრობ, თამბაქოს წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებული საინფრომაციო კამპანია, უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაში პირველ რიგში ოჯახი და სკოლა უნდა იყოს მაგალითი. მიხარია, რომ დღეს სკოლის მოსწავლეებს ასეთი სწორი გზავნილები ჰქონდათ გაჟღერებული, ასეთი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ მავნე ჩვევისაგან გათავისუფლებისათვის ბრძოლას" - განაცხადა სოფიო ბაკურიძემ, რომელიც ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციას „ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელობს. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, საგანგაშოა მსოფლიოში არსებული სტატისტიკა. „ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი იღუპება – 1 ადამიანი ყოველ 6 წამში. საქართველოში, ზრდასრული მოსახლეობის 30% მწეველია აქედან 55 % მამაკაცია, 5 % – ქალი. თამბაქოს მოხმარების მზარდი ტენდენცია განსაკუთრებით აღინიშნება მოზარდებში, რაც საგანგაშოა და გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას საჭიროებს. მსგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პრევენციას, ცნობიერების ამაღლებას, რა მიმართულებითაც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვა სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს" - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით „ჯანმრთელობის გაკვეთილებს" ატარებს.
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)