22:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-28 17:53:42, 2437 ნახვა

სამართალი
გიორგი მამალაძე: მინდა, სასამართლო ღია და საჯარო იყოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის,  დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობს. პროცესი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე  ნაწილობრივ დაიხურა. სახელმწიფო ბრალდებამ პროცესის დახურვა იმ მოტივით  მოითხოვა, რომ სხდომაზე საიდუმლო მასალებზე იქნება საუბარი.

სხდომის დახურვას არ ეთანხება დაცვის მხარე და თავად ბრალდებული. დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, სურს, სასამართლო ღია და საჯარო იყოს.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics