17:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 12:43:45, 1384 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს

25 მარტს, 17:00 საათზე, ვაკის მედიათეკა იწვევს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მართავს ღონისძიებას, რომელზეც „ჩვენი თეატრის" მსახიობები გამართავენ მუსიკალურ წარმოდგენას „ჩვენი ბენდი". ასევე მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა.

ღონისძიება, რომელსაც ასევე დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკელის" მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებში და საზოგადოებაში.

„ჩვენი ხმა საზოგადოებაში" ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ" 15-21 მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.

ამასთან დაკავშირებით, 25 მარტს, შაბათს, პროექტის გაკვეთილების დრო შეიცვალა და 13:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 15:00 საათზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics