11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:09:01, 2389 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის ტერაქტთან დაკავშირებით, ბირმინგემში რეიდი ჩატარდა - 7 ადამიანი დაკავებულია

გუშინ, ლონდონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, ბირმინგემში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველებმა რეიდი ჩაატარეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, ქალაქის ეს უბანი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო. ადგილზე ათეულობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული, მათი ნაწილი კი შეიარაღებული. პოლიცია ამ ეტაპზე დეტალებს არ აკონკრეტებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდის შედეგად, 7 ადამიანი დააკავეს. 

ამასთან, როგორც უცხოური მედია იტყობინება, აღნიშნული უბნიდან იყო დაქირავებული ავტომობილი, რომელიც ქვეითებს დაეჯახა. 

შეგახსენებთ, გუშინ ლონდონში, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცივი იარაღით პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაიქცა, თუმცა ამ დროს სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა.

ცოტა ხნის შემდეგ, ვესტმინსტერის ხიდთან ავტომობილი ქვეითებს გამიზნულად დაეჯახა. სულ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 20-მდე კი დაშავდა. 

სკოტლანდ-იარდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ბლოკირებულია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ის უკვე ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics