11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 23:58:35, 2278 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია

ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეტის შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბერ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, ხალხის უსაფრთხოება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ბრიტანელი ხალხი იქნება ერთიანი და იმუშავებს ერთად, რათა დაამარცხოს ყველა, ვინც საერთო ღირებულებებს შეეხება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტი ჯერ სრულად არ გაუცნობიერებიათ.

​"ჩვენ ჯერ სრულად არ გაგვიცნობიერებია ეს საშინელი ინციდენტი. თუმცა ვიცი, რომ მთელი ქვეყანა, ისევე, როგორც მე, დაშავებულებზე ფიქრობს და მათთვის ლოცულობს. მსურს, მადლობა გადავუხადო სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ოპერატიული მოქმედებისთვის და პატივისცემა გამოვხატო მათი სიმამაცისა და პროფესიონალიზმის მიმართ. ინციდენტი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და მთავრობას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია", - აღნიშნა ამბერ რუდმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics