11:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 16:29:55, 2486 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ 4 ევროპელი დეპუტატის წინააღმდეგ ყირიმში ვიზიტის გამო, სანქციები დააწესა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმ 4 ევრო დეპუტატის წინაამდეგ, რომლებიც ყირიმში ნებართვის გარეშე ჩავიდნენ, სანქციები დააწესა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

"ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სერბეთის 4 და ჩეხეთის 1 მოქალაქე უკანონოდ ჩავიდა", - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაია.

უწყების ინფორმაციით, დეპუტატები ყირიმში რუსეთის ხელისუფლების მოწვევით ჩავიდნენ, სადაც ყირიმის მიერთების რეფერენდუმის 3-წლისთავი აღინიშნება. რეფერენდუმი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აღირებული არ არის.

მედია საშუალების ცნობით, პოლიტიკოსებს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა 5 წლის ვადით აეკრძალათ.

სააგენტო Tass-ი წერს, რომ ევრო დეპუტატების ვიზიტი, პარტია "სამართლიანი რუსეთის" მიერ იყო ორგანიზებული.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა. ოფიციალური კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს უკრაინის ტერიტორიად აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics