|
2015-04-04 11:57:04, 1635 ნახვა
სამხედრო
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე საველე სწავლება დასრულდა
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ასეულის დონის გეგმიური ტაქტიკური სწავლება დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნის დასკვნით ფაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის 134 სამხედრო მოსამსახურემ საჩვენებელი წვრთნა გამართა. ჯარისკაცებმა სწავლებაში - „ბრძოლა დასახლებულ ადგილას“ მიიღეს მონაწილეობა. მათ პირობითი მოწინააღმდეგისგან შენობების წმენდის ოპერაცია ჩაატარეს. სწავლების დროს დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. ორკვირიანი საველე გადამზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები ტოპოგრაფიაში, ნავიგაციასა და ტაქტიკური მარშების შესრულებაში ვარჯიშობდნენ. მათ საცეცხლე და ტაქტიკური მომზადებაც გაიარეს. სამხედრო მოსამსახურეების წვრთნის პროცესი III ქვეითი ბრიგადის დამკვირვებელთა ჯგუფმა შეაფასა. გეგმიური საველე სწავლების მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა წარმოადგენს და იგი პერმამენტულად ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)