21:51 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 23:14:21, 2027 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე გაპრეზიდენტებაზე: ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ

ჯერ პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ, - ასე უპასუხა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მის შესაძლო გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც კალაძემ "რეაქციაში" განაცხადა, მას არ აქვს სურვილი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

მისივე თქმით ტრაგედია არ იქნება, თუკი პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით მოხდება.

”ვფიქრობ უნდა ავიღოთ მაგალითები განვითარებული ქვეყნებისგან, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თუ ხალხის მიერ მოხდება პრეზიდენტის არჩევა, მე ამაში ტრაგედიას ან პრობლემას ვერ ვხედავ. ხშირად ვისმენთ, რომ ”ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა” და ეს არის პრობლემა. ეს პრობლემა არაა. ეს არის ხალხის ნება. არჩევნების გზით, ჩვენი ქვეყნის მოსახლებამ ასე მოისურვა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. დღეს ასევე გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყანაში დამბალანსებელი უნდა იყოს. ვთქვათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციით პრეზიდენტი იყოს პირდაპირი წესით არჩეული. რა თქმა უნდა ”ქართული ოცნება” საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს. იმ შემთხვევაში თუ ”ქართული ოცნების” კანდიდატი გაიმარჯვებს და ამის ალბათობა ძალიან მაღალია, მაშინ არ მესმის დაბალანსების თემა, როგორ უნდა იყოს ახსნილი საზოგადოებისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics