14:25 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 10:16:47, 941 ნახვა

სამხედრო
32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ქვედანაყოფმა ქარა ბაღის რაიონში ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარა.

32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქარა ბაღის რაიონის უხუცესებთან - მალიკებთან გამართა შეხვედრა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცა. მალიკებთან შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პროექტებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების ამოცანებს, ასევე დაქვემდებარებული ოპერაციის რაიონის კონტროლს ახორციელებს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics