13:07 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 16:36:45, 2011 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა.

როგორც კობახიძემ განმარტა, კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი.

"ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში. შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ დაწყებული კამპანიის კომენტირებისას. 

მისისვე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მოქმედებს კონკრეტული დღის წესრიგით, რომელიც კანონმდებლობას ემყარება.

„ჩვენი დღის წესრიგი არის რაციონალური, არის ლოგიკური, განსხვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც გვთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტის მიზეზი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო. პირველი შეხვედრა თელავში გაიმართა. პრეზიდენტის კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics