01:30 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 09:34:34, 1398 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით პირველად ჩატარდება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას და სრიალის მოყვარულებისთვის გაზაფხულის სეზონზე საქართველოს სათხილამურო კურორტებით დაინტერესებას (#springskiGeo). 

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.   

სათხილამურო შეჯიბრი 11 მარტს გუდაურში გაიმართება. გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდება და მათ სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული თასები გადაეცემათ.

 დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრის პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია", რომელმაც დიპლომატებისთვის მოწყო საშეჯიბრო სათხილამურო გზა და სპორტული ღონისძიება საჭირო ინვენტარით უზრუნველყო.

სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აკრეტიდებულ ელჩებთან და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად საკურორტო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აშენებულ სასტუმროს „გუდაური ინნ"-ს გახსნის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics