16:00 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-10 12:53:33, 2236 ნახვა

სამართალი
უკრაინის პროკურატურა საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს დიდი ოდენობით ქონების მითვისებას ედავება

უკრაინის პროკურატურამ გვიან ღამით საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს თეიმურაზ ნიშნიანიძეს დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა და დაკითხვაზე დაიბარა, - ამის შესახებ Arena Press-ი იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდს ეხება.

ნიშნიანიძის ინფორმაციით, პროკურატურა დაპატიმრებას ან გირაოს ითხოვს.

"ღამის 2 საათზე საპატრულო პოლიციამ ვითომ და ნიშნით, რომ დავარღვიე საგზაო მოძრაობა, შემაჩერა. როგორც კი გავჩერდი და გადმოვედი მანქანიდან, უშიშროების სამსახურის და გენერალურის პროკურატურის წარმომადგენლები დამხვდნენ. მითხრეს, რომ კონსულად მუშაობის პერიოდში , ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომლის ძიება დახურულად მიმდინარეობს უკვე 8 თვის განმავლობაში, მე მედება ბრალად. არც ერთი მასალა, საქმეში არსებული ჩემთვის უცნობია. ეს არის დისკრედიტაცია ჩემი და იმ გუნდის რომელთანაც ვასოცირდები. მე რომ დამალვა მდომებოდა, საქართველოში აბსოლუტურად მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძობდი თავს. შეგნებულად ჩამოვედი და არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ნიშნიანიძემ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.

ყოფილი გენერალური კონსული დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, სასამართლო პროცესიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს არის ჩანიშნული.

ცნობისთვის, 2016 წლის 26 მაისს თემურ ნიშნიანიძის სახლსა და ოფისში მთავარმა პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა. როგორც მაშინ პროკურატურაში აცხადებდნენ ჩხრეკა საქველმოქმედო ფონდ "ოდესისთვის" საქმიანობას უკავშირდებოდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ყოფილი კონსული ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია და შესაძლოა პროკურატურა მისი საქმიანობით, სწორედ ამის გამო ინტერესდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics