22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-09 08:11:25, 1550 ნახვა

საზოგადოება
საბერძნეთის საგარეო მინისტრი პატრიარქს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად გუშინ მიიღო.

როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილიც ესწრებოდა. 

ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული კავშირების განმტკიცებასა და სამომავლო პერსპექტივების დასახვას ისახავდა.  სტუმარმა  მისი უწმინდესობა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ათენში გაიმართება.

კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics