20:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 15:38:18, 1498 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია.

სააგენტოს ცნობით, ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენს.

ყირგიზეთის დელეგაციას, იუსტიციის მინისტრ ურან ახმეტოვის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობას და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ, ასევე ისაუბრეს მოქალაქეობის მინიჭების და მოქალაქეობის არ მქონე პირების საკითხებზეც.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.

გარდა ამისა, დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის 7 მარტს სრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics