14:09 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 21:23:27, 2504 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე მოსამართლეებს: თქვენ უღალატეთ საქართველოს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი წევრი რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამგვარი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

„მე მინდა ვუთხრა მოსამართლეებს და ყველას, ვინც, ეს გადაწყვეტილება მიიღო, თქვენ ხართ მოღალატეები, თქვენ უღალატეთ საქართველოს, თქვენ უღალატეთ თითოეულ მის მოქალაქეს, თქვენ უღალატეთ დემოკრატიის პრინციპებს. ამ ხელისუფლებას არც ერთი მსოფლიო ლიდერი უკვე არ აღიარებს. თქვენ დაიპყარით ჩვენი მმართველობის ყველა სფერო, უზურპირებული გაქვთ მთავრობა, დაამონეთ და დაიმორჩილეთ სასამართლო მთელი სისტემა. ყველაფერი არის უზურპირებული, ყველაფერი არის ფულით, დაშინებით და ძალადობით შექმნილი. ამას ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ რუსთავი 2-ს არ დავთმობთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს აბრუნებენ საბჭოთა კორუმპირებული წარსულისკენ, თუმცა ეს არ გამოუვათ. 

„ხელისუფლება დაადგა არადემოკრატიული განვითარების გზას, უზურპირებული აქვს ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

პოლიტიკოსის ინფორმაციით, ისინი ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავენ, გაასაჩივრებენ ევროპულ სასამართლოში და "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics