12:56 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:58:34, 2279 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: საპარლამენტო სისტემა საუკეთესო მექანიზმია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება გამოვრიცხოთ

„საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ქვეყანაში“,  - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო:

 „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ხედვის თანახმად ვინარჩუნებთ არსებულ საპარლამენტო სისტემას. ეს იყო საერთო გზავნილი, რომელიც გაჟღერდა კომისიის პირველივე სხდომის შემდეგ. დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ეხება სწორედ მმართველობის ფორმას. ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს შეფასდა განხორციელებული რეფორმა ვენეციის კომისიის მიერ, მაშინ აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემა ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისათვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რომელზეც არის აგებული ის მოდელი, რომელიც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics