10:59 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 19:19:44, 2673 ნახვა

სამართალი
გიორგი ფანცულაია: გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა და არ მიჰქონდა, ის ჩაუდეს

მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი თქმით, ციანიდის საქმეში სასულიერო პირზეც კი არ არის საუბარი. მისივე განცხადებით, საუბარია - შორენა თეთრუაშვილზე.

"მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მამა გიორგი მამალაძე აბსოლოტურად არავის მკვლელობის მომზადებას არ აპირებდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ მიჰქონდა, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ რასაც ედავებიან, ეს არის აბსურდი, არათუ პატრიარქი, საერთოდ სასულიერო პირზე არ არის საუბარი. შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი.

მამა გიორგი მამალაძეს 4 პირი აკავებს, მოტყუებით აჯენენ მანქანაში, მიყავთ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ისე, რომ არავინ არ განმარტავს მის უფლებებს და აი, ამ ფონზე ხდება მისი ამ თემაში ძალით ჩათრევა", - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics