15:05 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 15:57:48, 1626 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: უწმინდესი საღამოს, სავარუდოდ სამებაში მიბრძანდება

 „ამ ეტაპზე პატრიარქის ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საშიშროება არ იკვეთება და საღამოს სავარაუდოდ სამებაში მიბრძანდება“,-ამის შესახებ პატრიარქის ექიმმა შალვა პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი დღეს დილით თავს სუსტად გრძნობდა  და სწორედ ამიტომ ვერ მივიდა საკვირაო წირვაზე.

ექიმის ცნობით, გერმანელმა ექიმებმა პატრიარქს, რამდენიმე კვირა მშვიდ ვითარებაში ყოფნა ურჩიეს.

ცნობისთვის, უწმინდესს დღეს სამებაში საკვირაო წირვა  უნდა აღევლინა, თუმცა ილია მეორე ეკლესიაში არ მისულა.

შეგახსენებთ, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის კვირას აღნიშნავს.  

შენდობის კვირასთან დაკავშირებით, დღეს საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics