13:43 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 12:31:05, 1358 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთის ა/რ მთავრობამ სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო.

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე), აგრეთვე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის (ნეიტრალური პასპორტის მქონე პირები) მორიგი სამედიცინო პროგრამების განხორციელება დაიწყო, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ.

კერძოდ:

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის ინსტრუმენტული გამოკვლევების (ელექტროენცეფალოგრაფია, დოპლეროგრაფია და ენდოსკოპიური გამოკვლევების ცალკეული სახეები) კომპონენტის პროგრამა;

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის კომპიუტერული ტომოგრაფიული კომპონენტის პროგრამა;

• ჰოსპიტალური მკურნალობის პროგრამის კორონარული ანგიოგრაფია და პერიფერიული არტერიოგრაფიის კომპონენტის პროგრამა;

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (სხვადასხვა სახეები) კომპონენტის პროგრამა;

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის სამკურნალო რეაბილიტაციის კომპონენტის პროგრამა;

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების მომსახურების კომპონენტის პროგრამა;

• ამბულატორიული დახმარების პროგრამის უშვილობის დიაგნოსტიკის და პრევენციის კომპონენტის პროგრამა”, - ნათქვამია აფხაზეთის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics